სალათი პომიდვრითა და ავოკადოთი

ინგრედიენტები:

  • ავოკადო – 1 ცალი
  • სალათის ფურცელი – 3 კონა
  • ჩერი პომიდორი – 3 ცალი
  • ზეითუნის ზეთი – 1,5 სუფრის კოვზი
  • ბალზამური ძმარი – 1,5 სუფრის კოვზი
  • მარილი და შავი დაფქვილი პილპილი – გემოვნებით 

მომზადების წესი:

  1. ავოკადო დაჭერით საშუალო ნაჭრებად
  2. ბოსტნეული ჩაალაგეთ კონტეინერში და დაამატეთ სალათის ფურცლები
  3. დაამატეთ ზეითუნის ზეთი, ბალზამური ძმარი, მარილი და შავი დაფქვილი პილპილი
  4. ფრთხილად მოურიეთ

სალათი მარწყვით, კიტრითა და ლიმნით

ინგრედიენტები:

  • კიტრი – 2 ცალი
  • მარწყვი – 1 ჭიქა
  • დაკეპილი ნუში – 2 სუფრის კოვზი
  • ლიმონი – 1 ცალი
  • მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კიტრი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი გემოვნებით
  2. მარწყვი კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ. დაჭერით ნახევრებად ან მეოთხედებად
  3. მარწყვი, ნუში და კიტრი კონტეინერში შეურიეთ ერთმანეთს
  4. მოასხით ლიმნის წვენი 

სალათი ვაშლით, მსხლითა და ნიახურით 

ინგრედიენტები:

  • ვაშლი – 1 ცალი
  • მსხალი – 1 ცალი
  • ნიახური – 3 ღერო
  • ოხრახუში – ½ჭიქა
  • ლიმნის წვენი – 2 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი – ½ ჭიქა
  • მარილი - გემოვნებით
  • შავი დაფქვილი პილპილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ვაშლი და მსხალი დაჭერით თხელ ნაჭრებად
  2. ნიახური და ოხრახუში დაჭერით მსხვილად
  3. ხილი, ბოსტნეული და მწვანილი ჩაალაგეთ კონტეინერში
  4. დაამატეთ ლიმნის წვენი, ზეითუნის ზეთი
  5. მოაყარეთ მარილი, პილპილი და ფრთხილად ამოურიეთ 

სალათების შემდეგი ვარიანტები ძალიან უხდება თევზს.

ცუკინის სალათი იოგურტითა და ავოკადოთი

ინგრედიენტები:

  • ცუკინი – 1 ცალი
  • ავოკადო – ½ ცალი
  • ლიმნის წვენი – 1 სუფრის კოვზი
  • ნატურალური იოგურტი – 1 სუფრის კოვზი
  • ჩერი პომიდორი – 200 გრ
  • მარილი – გემოვნებით
  • შავი დაფქვილი პილპილი – გემოვნებით
  • მწვანილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ცუკინი დაჭერით წვრილად და ჩაალაგეთ კონტეინერში
  2. ავოკადოს რბილობი დააქუცმაცეთ და აურიეთ ლიმნის წვენთან და ნატურალურ იოგურტთან ერთად, მოაყარეთ მარილი და პილპილი
  3.  დაამატეთ კონტეინერში გამზადებულ დაწრილ ცუკინს
  4. დაუმატეთ ჩერი პომიდორი და მსხვილად დაჭრილი მწვანილი

სალათი ზეთისხილითა და პომიდვრით

ინგრედიენტები:

  • ჩერი პომიდორი – 250 გრ
  • ზეთისხილი – გემოვნებით
  • მწვანილი – გემოვნებით
  • სულგუნი (ან მოცარელა) – 300 გრ
  • ზეითუნის ზეთი – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. სულგუნი დაჭერით საშუალო ნაჭრებად, ჩაალაგეთ კონტეინერში
  2. დაამატეთ ჩერი, ზეთისხილი, მსხვილად დაჭრილი მწვანილი და ზეითუნის ზეთი
  3. მოურიეთ

მწვანე სალათი პომიდორთან და ფეტასთან ერთად

ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი - 3 სუფრის კოვზი
  • ლიმნის წვენი - 1,5 სუფრის კოვზი
  • მარილი - გემოვნებით
  • შავი დაფქვილი პილპილი - გემოვნებით
  • სალათის ფურცლები - 150 გრ
  • ჩერი პომიდორი - 150 გრამი
  • ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • ფეტა - 1 ჭიქა
  • ორცხობილა - 70 გრამი 

მომზადების წესი:

  1. პომიდორი და ბულგარული წიწაკა დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩაალაგეთ კონტეინერში
  2. დაამატეთ სალათის ფურცლები
  3. დაასხით ზეითუნის ზეთი, ლიმნის წვენი, მოაყარეთ მარილი და პილპილი
  4. მორთეთ ფეტათი და ორცხობილით 

ისპანახი სოიოს სოუსში

ინგრედიენტები:

  • ისპანახი - 250 გრ
  • სოიოს სოუსი - გემოვნებით
  • მზესუმზირის მარცვლები - 2 სუფრის კოვზი

მომზადების წესი:

  1. ისპანახის ფურცლები მოათავსეთ მდუღარე წყალში და ხარშეთ არაუმეტეს 1 წუთისა, რის შემდეგაც გადაიტანეთ საწურზე და გარეცხეთ ცივი წყლით
  2. გულდასმით გააშრეთ ფოთლები, დაჭერით საშუალოდ, დაასხით სოიოს სოუსი
  3. მოაყარეთ მზესუმზირის მარცვლები

სალათების მომზადებისას,  ყველა ინგრედიენტი შედარებით მსხვილად დაჭერით  და მარილი მხოლოდ ადგილზე  მოაყარეთ.    რაც მთავარია, არ მოერიდოთ ექსპერიმენტებს, ეძებეთ ახალი საინტერესო შეხამებები და შეიტანეთ სიახლე თქვენს საპიკნიკე მენიუში.