აშშ-ის მოქალაქეებისთვის ბუნებაში დასვენების საყვარელი რიცხვი 4 ივლისია - დამოუკიდებლობის დღე. საერთო მხიარულება ყველა ქალაქში შეინიშნება, იმართება ბაზრობები და ფესტივალები, პარკებში კი უზარმაზარი მაგიდები იშლება. 

იაპონიაში პიკნიკებისთვის ტრადიციულ დროდ ხეების - ქლიავისა და საკურას აყვავების პერიოდი ითვლება. ტრადიცია „ხანამი“, ანუ „ყვავილებით ტკბობა“ ჯერ კიდევ მესამე საუკუნეში ჩაისახა, როცა იმპერატორს და მისი კარის მსახურებს, აყვავებული ხეების საცქერად გასულებს თან მიჰქონდათ მსუბუქი კერძები და სასმელი. დროთა განმავლობაში ტრადიციამ ფეხი მოიკიდა მოსახლეობაში და ამჟამად ხეების ყვავილობის დროს, ათასობით იაპონელი პარკებში გადის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად  აყვავებული საკურას ხეების ქვეშ დასასვენებლად.

სამხრეთ კორეის მაცხოვრებლებს კი ცუდი ამინდი საერთოდ არ აშინებთ, ამიტომ ისინი პიკნიკებისთვის ზამთარშიც და ზაფხულშიც მზად არიან, ამასთან საპიკნიკედ ისინი არა მხოლოდ პარკებს, არამედ სტადიონებსა და ქალაქების მოედნებსაც იყენებენ. თუმცა კორეელებისთვის ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ადგილები მაინც მთებია, რომელიც ამ ქვეყანაში მართლაც რომ უამრავია.

საფრანგეთში სუფთა ჰაერზე დასვენების ყველაზე პოპულარული თარიღი ბასტილიის აღების დღეა (14 ივლისი). 2000 წელს ფრანგებმა გრანდიოზული ნაციონალური პიკნიკი მოაწყვეს, რომელიც მთელ ქვეყანაზე გაიშალა და რომელშიც, სხვადასხვა ინფორმაციით, 337 ქალაქიდან და სოფლიდან 4 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რათა ერთად აღენიშნათ ეს დღესასწაული ახალ ათასწლეულში. თუმცა ოფიციალური რეკორდი მაინც კანადის მაცხოვრებლებს ეკუთვნით, რომლებმაც 2015 წელს  დურემის რეგიონში მოსავლის აღებასთან დაკავშირებული დღესასწაულისთვის 500-კაციანი პიკნიკის მაგიდა გაშალეს.

მსოფლიო რეკორდის დამყარებას გეგმავთ, თუ არა, პიკნიკისთვის მზადებას სერიოზულად უნდა მიუდგეთ. წინასწარ აუცილებლად შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი და ადგილი, სადაც განთავსებას გეგმავთ, ასევე დაახლოებით გათვალეთ პროდუქტისა და სასმელის რაოდენობა, რათა ყველა დანაყრდეს და არც ზედმეტი საკვები დარჩეს. ერთადერთი, რაც არასდროს იქნება ზედმეტი, ხორცითა და ღვინით უხვად მომარაგებულ პიკნიკზე, ეს მინერალური წყალი „ბორჯომია“:  ის, როგორც პიკნიკების მოყვარულთა შეუცვლელი თანამგზავრი,  დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ცხარე და ცხიმიანი საკვების დაგემოვნების შედეგს და იგრძნოთ თავი მსუბუქად.