არ აქვს მნიშვნელობა სად მოაწყობთ პიკნიკს, ქალაქის პარკში, ქალაქგარეთ თუ კურორტზე, ჩვენს მიერ შერჩეული 9  მხიარული აქტივობა იდეალურად მიესადაგება ბუნებაში დასვენებას.

1. ნუ იქნებით გულგრილი აქტიური თამაშების მიმართ

ფეხბურთი და ხელბურთი - ჟანრის კლასიკაა და ყველას მოსწონს.  ფეხბურთისა და ხელბურთის თამაში   მოყვარულსაც შეუძლია.  განსაკუთრებული მომზადება ამას არ სჭირდება,  წესები კი მარტივი და გასაგებია.

2. დაიმალეთ და ეძებეთ

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ დამალობანას თამაში ქალაქის პირობებში ბევრ ზრდასრულ ადამიანს თავში არ მოუვა. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც, ასეთი მხიარული თამაში დაუმსახურებლადაა დავიწყებული და ტიპიურ საბავშვო თამაშად ითვლება. ბუნებაში ყოფნისას კი დამალობანა  განსაკუთრებულ აზრს იძენს. გირჩევთ წინასწარ მოილაპარაკოთ საზღვრებზე, რომლის იქითაც დამალვა აღარ შეიძლება, სხვა შემთხვევაში, სამაშველო ჯგუფების შექმნა და დაკარგული მეგობრის კოლექტიური ძებნა მოგიწევთ.

3. მოაწყეთ ფეინთბოლი წყლის თოფით

ფეინთბოლი არის ადრენალინი და დრაივი. თუ ამ თამაშის მიმართ განსაკუთრებულად თბილად ხართ განწყობილი, მაგრამ მეგობრებმა მხარი არ დაუჭირეს თქვენს იდეას სპეციალურ კლუბში გამგზავრების თაობაზე, მაშინ თვითონვე შეგიძლიათ იმპროვიზირებული ფეინთბოლის კლუბის ორგანიზება. ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ წყლის თოფი დაგჭირდებათ.  თამაშის ასეთი გამარტივებული ვერსია გამოაცოცხლებს თქვენს კამპანიას და გაგაგრილებთ სიცხეში.

4. ისროლეთ ფრისბი

ეს მართლაც რომ მაგარია, თან თეფშის შეძენა ნებისმიერ მსხვილ სუპერმარკეტში არის შესაძლებელი. სხვათა შორის, ფრისბის სროლა და დაჭერაც არც ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, ჰოდა გამოიმუშავეთ მადა გემრიელი სადილისთვის.

5. დააკარით სტიკერები

ამ თამაშს უამრავი სახელი აქვს. პოპულარობას კი კვენტინ ტარანტინოს ფილმს „უსახელო ნაბიჭვრები“ უმადლის. თამაშის არსი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა ჩაიფიქროთ რომელიმე ცნობილი პიროვნება და სტიკერზე დაწეროთ მისი სახელი. შემდეგ თქვენს სტიკერს შუბლზე მიაკრავთ თქვენს გვერდით მყოფ ადამიანს და ასე შემდეგ, საათის ისრის მიმართულებით. თამაშის მონაწილემ უნდა გამოიცნოს, რომელი ცნობილი ადამიანის სახელი აქვს მიკრული შუბლზე ფერადი ფურცლით.  საამისოდ ის გარშემომყოფებს უსვამს კითხვებს, რომლებიც გამოცნობაში ეხმარებიან. ეს კითხვები შეიძლება „სულელურიც“ კი იყოს, მაგრამ მათზე მხოლოდ ერთი პასუხია - ან „დიახ“ ან „არა“. გაიმარჯვებენ ის მოთამაშეები, რომლებიც პერსონაჟებს გამოიცნობენ.

6. იპოვეთ განძი ტყეში

ტყეში ყოფნის დროს,  აუცილებლად განძი უნდა მოძებნოთ. გაუაზრებელი  ქმედებები ამ შემთხვევაში შეიძლება სარისკოც და სახიფათოც იყოს. ამიტომ წინასწარ შეარჩიეთ მარშრუტები, განაწილდით გუნდებში, შეინახეთ მატერიალური ფასეულობები სადმე არც ისე შორს და გაეშურეთ „განძის“ საძებნელად. მაგალითად, ორი გუნდისთვის ორი „განძი“ უნდა გადამალოთ. თითოეულმა გუნდმა უნდა მოამზადოს მინიშნებები მოწინააღმდეგე გუნდისთვის.

ამისთვის დაგჭირდებათ მარშრუტების რუკის მოფიქრება. იდეალური იქნება, თუ ნიშნულებს წინასწარ მოიფიქრებთ, ჩამოწერთ სტიკერებზე და განსაზღვრულ ადგილებში განათავსებთ, თუმცა, თუ ამის საშუალება არ გაქვთ, თამაშზე უარი არ თქვათ, გამოიყენეთ სატელეფონო შეტყობინებები მოწინააღმდეგე გუნდისთვის განძის მანიშნებლების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად. 

7. გაიყოლეთ თან ტვისტერი

პიკნიკის გამო იოგას ვარჯიში ან პილატესი გიცდებათ?   გაიყოლეთ თან ტვისტერი! ეს შესანიშნავი ნივთია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სხეულის გაჭიმვაში ივარჯიშოთ და აკრობატიკის საოცრებებიც შეასრულოთ. მხიარულება გარანტირებული გაქვთ.

8. მოაწყეთ ტურნირი მინი-გოლფში

მინი-გოლფი შესანიშნავი გასართობია იმ ადამიანების წრეში, რომლებიც მიჩვეულნი არიან ცხოვრების გაწერილ რიტმს და არსად  ეჩქარებათ. ყველაზე მეტი პასუხისმგებლობის მქონე მეგობარს შეგიძლიათ მწვადების შეწვა დაავალოთ, მანამდე კი სანამ ხორცი შეიწვება, მცირე ტურნირი მოაწყოთ. ამ იდეაზე წინასწარ იფიქრეთ, რადგან მინი-გოლფისთვის ნივთების სპეციალური ნაკრები დაგჭირდებათ, როგორიც არის, მაგალითად, სხვადასხვა ზომის ბურთები და გადასატანი ორმოები. სამაგიეროდ, თუკი ამას ერთხელ იყიდით, სხვა დროს აღარ დაგჭირდებათ იმაზე ფიქრი, თუ რით დაკავდებით ბუნებაში!

9. შეიყვარეთ პინიატა

თქვენს ბავშვებსაც და თქვენ თვითონაც ბუნებაში გამართული პიკნიკი რომ დიდხანს დაგამახსოვრდეთ, გააკვირვეთ შვილები. თუ ოდესმე ამერიკული მულტფილმები გინახავთ, მაგალითად „ცხოვრება ლუისთან ერთად“, მაშინ გეცოდინებათ, რომ იქაურ ბავშვებს განსაკუთრებული გასართობი აქვთ. მათ თვალებს უხვევენ და ხელში ჯოხს აძლევენ, რის შემდეგაც ისინიც ცდილობენ, რომ ამ ჯოხით ხეზე დაკიდებული ფერადი უზარმაზარი ტომარა ჩამოაგდონ, რომელშიც კამფეტები და სხვადასხვა ტკბილეულია შენახული. ამ თამაშს პინიატა ჰქვია. 

10. ამის პატრონმა რა ქნას?!

ყველასათვის კარგად ნაცნობი თამაში საპიკნიკე განწყობის შესაქმნელადაც იდეალურია. გირჩევთ, დავალებების გადანაწილება ამ აქტივობის საშუალებით სცადოთ და გამოსცადოთ თქვენი მეგობრების შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით. ეს ნამდვილად სახალისო იქნება.

ნუ მოიწყენთ და სხვებსაც ნუ მისცემთ მოწყენის საშუალებას. თუკი პიკნიკზე გაემგზავრეთ, ეცადეთ, რომ დასვენება ნამდვილად დაუვიწყარი გახადოთ!